10
მაისი
Posted by geg9321 in კატეგორიის გარეშე. %(count)s კომენტარი
2 ულუფა
- 2 ნაჭერი ჭვავის პური
- 10 გ ზეთი
- 150 გ ბოლოკი
- 60 გ მოხარშული ჭარხალი
- სალათის ფურცლები
- 20 გ მწვანე ხახვი
- 50 გ არაჟანი
- მარილი
- პურისაგან გამოჭერით ფიგურები (რომბები, ვარსკვლავები, ნახევარმთარეები და სხვ.), მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეთში.
- ბოლოკი და ჭარხალი გაასუფთავეთ, დაჭერით გრძლად, დააწყვეთ სალათის ფურცლებზე, მოასხით არაჟანი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. ირგვლივ შემოუწყვეთ შემწვარი პუის ფიგურები
8
მაისი
Posted by geg9321 in რეცეპტები. კომენტარის დატოვება
2 ულუფა
- 300 გ კომბოსტო
- 50 გ 3%-იანი ძმარი
- 10 გ შაქარი
- 1 მიხაკი
- 0,3 გ დარიჩინი
- 2 ბაჰარი
- 40 გ ზეთი
- მარილი
- 40 გ შტოში
- მწვანე ხახვი სურვილისამებრ
- კომბოსტო დაჭერით ძალიან წვრილად და მოათავსეთ ცეცხლგამძლე მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში.
- ძმარს დაუმატეთ მარილი, შაქარი, მიხაკი, დარიჩინი და ბაჰარი, წამოადუღეთ და გაწურეთ.
- მიღებული ხსნარი დაასხით კომბოსტოს და შუშეთ დარბილებამდე. გააცივეთ და დაუმატეთ ზეთი.
- სუფრასთან მიტანის წინ კომბოსტოს მარინადი მოათავსეთ სასალათეში. მორთეთ შტოშით და მწვანე ხახვით.
21
აპრილი
Posted by geg9321 in რეცეპტები. კომენტარის დატოვება
4 ულუფა
- 100 გ კარაქი
- 100 გ გახეხილი ყველი
- 3 ნაჭერი ჭვავის პური
- 4 ს.კ. ხაჭო
- 2 ს.კ. სქელი არაჟანი
- 4 მრგვალი კრეკერი
- 4 კარტოფილის ჩიპსი
- 3 ჩ.კ. წითელი და შავი ხიზილალა
- 4 ჯუჯა პომიდორი
- მარილი, პილპილი
- ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი, პიტნის ფოთლები
- ოხრახუში და კამა დაჭერით წვრილად. კარაქი ათქვიფეთ, შეურიეთ გახეხილი ყველი, მწვანილი, მარილი და პილპილი.
- მიღებული მასა წაუსვით ორ ნაჭერ პურს და ერთმანეთზე დააწყვეთ. დაადეთ მესამე ნაჭერი და შედეთ მაცივარში 30 წთ. სუფრასთან მიტანის წინ დაჭერით პატარა სამკუთხედებად ან კვადრატებად.
- ხაჭო და არაჟანი შეურიეთ ერთმანეთს, თითო ჩაის კოვზი მოათავსეთ კრეკერებსა და ჩიპსებზე.
- კრეკერებზე გაანაწილეთ წითელი და შავი ხიზილალა, ჩიპსებზე დააწყვეთ ოთხად ჩაჭრილი პომიდვრები.
- კრეკერები და ჩიპსები სურვილისამებრ მორთეთ რგოლებად დაჭრილი მწვანე ხახვით, კამის ღერებით ან პიტნის ფოთლები.