ბოლოკისა და ჭარხლის სალათა

2 ულუფა

  • 2 ნაჭერი ჭვავის პური
  • 10 გ ზეთი
  • 150 გ ბოლოკი
  • 60 გ მოხარშული ჭარხალი
  • სალათის ფურცლები
  • 20 გ მწვანე ხახვი
  • 50 გ არაჟანი
  • მარილი
  1. პურისაგან გამოჭერით ფიგურები (რომბები, ვარსკვლავები, ნახევარმთარეები და სხვ.), მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეთში.
  2. ბოლოკი და ჭარხალი გაასუფთავეთ, დაჭერით გრძლად, დააწყვეთ სალათის ფურცლებზე, მოასხით არაჟანი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. ირგვლივ შემოუწყვეთ შემწვარი პუის ფიგურები

კომბოსტოს მარინადი

2 ულუფა

  • 300 გ კომბოსტო
  • 50 გ 3%-იანი ძმარი
  • 10 გ შაქარი
  • 1 მიხაკი
  • 0,3 გ დარიჩინი
  • 2 ბაჰარი
  • 40 გ ზეთი
  • მარილი
  • 40 გ შტოში
  • მწვანე ხახვი სურვილისამებრ
  1. კომბოსტო დაჭერით ძალიან წვრილად და მოათავსეთ ცეცხლგამძლე მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში.
  2. ძმარს დაუმატეთ მარილი, შაქარი, მიხაკი, დარიჩინი და ბაჰარი, წამოადუღეთ და გაწურეთ.
  3. მიღებული ხსნარი დაასხით კომბოსტოს და შუშეთ დარბილებამდე. გააცივეთ და დაუმატეთ ზეთი.
  4. სუფრასთან მიტანის წინ კომბოსტოს მარინადი მოათავსეთ სასალათეში. მორთეთ შტოშით და მწვანე ხახვით.

ეგზოტიკური საუზმე

4 ულუფა

  • 100 გ კარაქი
  • 100 გ გახეხილი ყველი
  • 3 ნაჭერი ჭვავის პური
  • 4 ს.კ. ხაჭო
  • 2 ს.კ. სქელი არაჟანი
  • 4 მრგვალი კრეკერი
  • 4 კარტოფილის ჩიპსი
  • 3 ჩ.კ. წითელი და შავი ხიზილალა
  • 4 ჯუჯა პომიდორი
  • მარილი, პილპილი
  • ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი, პიტნის ფოთლები
  1. ოხრახუში და კამა დაჭერით წვრილად. კარაქი ათქვიფეთ, შეურიეთ გახეხილი ყველი, მწვანილი, მარილი და პილპილი.
  2. მიღებული მასა წაუსვით ორ ნაჭერ პურს და ერთმანეთზე დააწყვეთ. დაადეთ მესამე ნაჭერი და შედეთ მაცივარში 30 წთ. სუფრასთან მიტანის წინ დაჭერით პატარა სამკუთხედებად ან კვადრატებად.
  3. ხაჭო და არაჟანი შეურიეთ ერთმანეთს, თითო ჩაის კოვზი მოათავსეთ კრეკერებსა და ჩიპსებზე.
  4. კრეკერებზე გაანაწილეთ წითელი და შავი ხიზილალა, ჩიპსებზე დააწყვეთ ოთხად ჩაჭრილი პომიდვრები.
  5. კრეკერები და ჩიპსები სურვილისამებრ მორთეთ რგოლებად დაჭრილი მწვანე ხახვით, კამის ღერებით ან პიტნის ფოთლები.
Follow

Get every new post delivered to your Inbox.